"ტორპედო" ეროვნული ლიგის მომავალ სეზონს ახალი ლოგოთი, ახალი სათამაშო ფორმით და ახალი საიტით (fctorpedo.ge) ხვდება. ამავდროულად, მომავალ სეზონში კლუბს ექნება online ტელევიზია.
უახლოესს 2-3 თევში ქუთაისში გაიხსნება "ფანშოპი", რომელშიც კლუბის ბრენდირებული პროდუქცია გაიყიდება.
- რა გაიყიდება ქუთაისის ტორპედოს მაღაზიაში
ქუთაისის "ტორპედოს" ეს ლოგო 2001-02 წლების სეზონში ჰქონდა და 2018 წლის სეზონიდანაც კლუბის სიმბოლო იქნება.
- ქუთაისის ტორპედოს ახალი ლოგო
2018 წლიდან საქართველოს ჩემპიონი ახალი ეკიპირებით შეიმოსება, კლუბს დაუბრუნდება თავისი ისტორიული ფერი შავი და თეთრი.
რაც შეეხება ახალწვეულებს, "ტორპედოს" ღირსებას დაიცავენ:
- საჩხერის "ჩიხურადან" ნახევარმცველი - მიხეილ სარდლიშვილი
- გორის "დილადან" ნახევარმცველი - თენგიზ წიქარიძე
- ტყიბულის "მეშახტედან" მეკარე - ტარიელ ხაინდრავა
ასევე ცნობილია, რომ კლუბში 2 ლეგიონერი გადის შემოწმებას.
ქუთაისის "ტორპედო" 4 თებერვალს თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება.