გუნდი თურქულ შეკრებაზე 22 თებერვლამდე დარჩება და ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ზღვისპირელთა მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:
11 თებერვალი - "რაკოვ ცჟეშტოვა" (პოლ)
15 თებერვალი - "ლევადია" (ესტ)
18 თებერვალი - "ირტიში" (ყაზ)
21 თებერვალი - "ტობოლი" (ყაზ)
ბათუმის "დინამო" თურქეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ლევან შოვნაძე, რომან ტაკიძე, მიხეილ ალავიძე.
მცველები: მალხაზ გაგოშიძე, დავით სამსონია, მირზა ფარტენაძე, ვაჟა ქორიძე, გურამ ადამაძე, გელა გოგიტაძე, ზაზა ჭელიძე, ლაშა ჩალაძე.
ნახევარმცველები: ვაკო თევდორაძე, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ჯანელიძე,
ფორვარდები: გიორგი ილურიძე, ტატო ამუსელიძე, რიჩარდ ტროფიმოვი, ვახტანგ კვარაცხელია
გუნდის "ფეისბუქგვერდის" ინფორმაციით, კლუბის დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა. დამატებით დეტალებს თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, სპეციალურ წინასასეზონო პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი გააჟღერებს და იქვე მოხდება გუნდის ახალწვეულების წარდგენაც.