თბილისის "დინამო" მეორე შეკრებაზე გაემგზავრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო Tıtanıc Deluxe- ში დაბინავდნენ. "დინამოელები" 13 თებერვლიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან.  დედაქალაქელებს თურქეთში სინჯებზე მყოფი სერგეი პეტკო და ტერენტი ლუცევიჩი შეუერთდება.

გუნდი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი შულაია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.

ლაშა ქოჩლაძე მიკრო
ტრავმის გამო თბილისში დარჩა და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.

მომზადებულია დინამოს FACEBOOK გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაუსრულებელი ინდორმაციაა, ორი დღეღა დარჩა და არ იციან ვის ხვდებიან? წარმატებები
georgia
16:45 11-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული