თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
30 წლის მარჯვენა მცველი გუჯა რუხაია და 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია ამიერიდან თბილისის "დინამოს" ღირსებას დაიცავენ. დედაქალაქური კლუბი და გუჯა რუხაია ერთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ხოლო უკრაინელ ფეხბურთელთან ორწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

რუხაია 30 წლისაა და რუსეთის მოქალაქეა. ბოლოს იგი რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ "სიბირის" ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში კი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში", "ნალჩიკის სპარტაკში", სტავროპოლის "დინამოში" და ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცში" უასპარეზია. იგი პოზიციით ნახევარმცველია.

რაც შეეხება ივანისენიას - იგი უკრაინელია, 24 წლისაა და ნახევარდაცვაში თამაშობს. როგორც "ტრანსფერმარკეტიდან" ვიგებთ, ის თავისუფალი აგენტის
სტატუსით სარგებლობდა და "დინამოში" ასე ჩაირიცხა. იგი იყო დონეცკის "შახტარის" 17-წლამდელთა გუნდში, ასევე, დონეცკელთა მეორე გუნდში და ბოლოს "მარიუპოლიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ამათ სად პოულობთ :)))))))))))))))))))))))))))
tubaldo
10:45 13-02-2018
0
სერიოზული ტრანსფერებია! ძრწოდეთ ევროპა, დინამო მოდის!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული