გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც მანამდე "ვორსკლაში", "კარპატისა" და ლიტვურ "იონავაში" გამოდიოდა. ასევე უთამაშია უკრაინის 16 და 21-წლამდელთა ნაკრებში. შეკრება კი სერგეი პეტკომ და იაროსლავ ბოგუნოვმა დატოვეს.
"დინამო" თურქულ შეკრებაზე კიდევ 3 მატჩს გამართავს. 17 თებერვალს მათი მეტოქე სოლიგორსკის "შახტიორი" იქნება, 22 თებერვალს - ყარაღანდის "შახტიორი", ხოლო დასკვნითი თამაში, 25 თებერვალს - შიმკენტის "ორდაბასის" წინააღმდეგ
მომზადებულია "დინამოს" facebook-გვერდის მიხედვით