კახა ჩხეტიანი: არის საკითხები, რითაც უკმაყოფილო დავრჩი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, კლუბმა ორი ფეხბურთელი დაიმატოს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- დასრულდა თურქული შეკრება და რამდენიმე საკონტროლო მატჩიდან დასკვნების გამოტანაც შესაძლებელია - რა მდგომარეობაშია ახლა გუნდი?
- შეკრების დანიშნულება გუნდის და მოთამაშეთა ტაქტიკურად და ფიზიკურად მომზადებაა, სეზონს კარგად რომ შევხვდეთ. რაღაცები კარგად გამოვიდა და დავხვეწეთ, მაგრამ არის საკითხები, რითაც უკმაყოფილო დავრჩი და წინსვლა აუცილებელია.

- მაგალითად?
- ის, რომ სამ შეხვედრაში გოლი ვერ გავიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით.
ანუ პოზიტივი არის, მაგრამ ვერ გაგვაქვს. იმედი მაქვს, ამას ოფიციალურ თამაშებში მოვახერხებთ.

- გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება, ეს აშკარაა. ახალი ფეხბურთელების დამატება ვეღარ ხერხდება?
- სხვათა შორის, ჯერ დაკომპლექტება არ დაგვისრულებია და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კონტრაქტი კიდევ ორ ფეხბურთელთან გავაფორმოთ. ეგაა, მაღალი დონის მოთამაშის დამატებას შესაბამისი ანაზღაურებაც სჭირდება, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ori normaluri fexburtelis mokvana tu ar sheuzlia tkven mepatrones, aba ras azlevdit am gunds))) faktiurad isev is gundi darcha trechintan shin da garet 8 goli rom gaushva, soflis chempionatshi tu chempionebi gaxdit eg ar gagikvirdet))))
qomagi
21 თებერვალი 2018 17:21
0
წელს არის შარშანდელი ტორპედო უფრო დაბერებული.
მორწვი ან მარწყვი ერთი ოხერია
21 თებერვალი 2018 17:54
0
რატო გვიკვირს ტორპედოს ფეხბურთის დონე, ან კიდევ სხვა გუნდების. რა ჩემპიონატის დონეც გვაქვს იმ ფეხბურთს ვთამაშობთ. ტორპედომ ღირსეულად მოიპოვა ჩემპიონობა. ქართული ფეხბურთი ახლა კი არა დიდი ხანია დაბალი დონისაა და ვერ ეშველა ჯერ. ამას ნაკრების თამაში მოწმობს ყველაზე კარგად. თუმცა არც ადრე იკლავდნენ ნაკრებში თამაშით თავს ,,დიდი" ლეგიონერები რომ გვყავდა, რამდენიმეს გარდა. ასე რომ მიზეზი ცოტა სხვა მიმართულებით (ფედერაციას ვგულისხმობ) უნდა ვეძიოთ, იქაა ძაღლის თავი დამარხული დიდი ხანია უკვე. კახა ჩხეტიანს წარმატებები მინდა ვუსურვო. მწვრთნელი ძიებაშია რათა გუნდი დახვეწოს და ოპტიმალური გახადოს. ამას დიდი შრომა და დრო ჭირდება. ერთში კი დავეთანხმები ყველას რომ გუნდში კარში დამრტყმელი არ არის, ან უფრო სწორედ დონე არ ყოფნის, არც შორი მანძილიდან ,სტანდარტული მდგომარეობიდან და ა.შ. თუმცა გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია ჯერ კიდევ. კარგი გუნდი უცებ არ ყალიბდება. როგორც კონიაკის სპირტს სჭირდება დაძველება ,რომ კარგი კონიაკი მომზადდეს, ასევე ჭირდება დრო გუნდის ჩამოყალიბებას.
ალექსანდრე
22 თებერვალი 2018 14:28
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული