გია გეგუჩაძე: ალბათ, ამ ყველაფრის გამოსწორებას დრო სჭირდება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი თამაში "თელავთან" 0:1 დათმო. Sportall.ge კლუბის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და შეხვედრის შეფასება სთხოვა.

- როგორ შეაფასებთ ბათუმის "დინამოს" პირველ თამაშს "თელვათან"?
- ძალიან ბევრი შეცდომა იყო ჩვენი მხრიდან დაშვებული რა თქმა უნდა, სურვილი გვქონდა გამარჯვების, მაგრამ აი ამ შეცდომების გამო დავმარცხდით.

- რა კომპონენტში არის თქვენი აზრით გამოსასწორებელი "დინამოს" თამაში?
- ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჩვენ ვმუშაობთ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და ალბათ ამას დრო სჭირდება. 

- აპირებთ თუ
არა კიდევ ფეხბურთელების დამატებას და გუნდის გაძლიერებას?

- არ ვიცი ვნახოთ, ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით...

- გუნდის მიზანი იქნება თუ არა ეროვნულ ლიგაში დაბრუნება?
- ამის სურვილი ნამდვილად გაგვაჩნია.

- რა ხდება ბათუმის "დინამოში", გადავიდა თუ არა კლუბი კერძო მფლობელის ხელში?
- ამის შესახებ ინფორმაციას ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცის დაკითხვას უფრო გავს ვიდრე მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუს. ფიცი აქვს დადებული რომ არ გაამხელს საიდუმლოს?

და საერთოდ რა, არ ვარ რობოტი! ადამიანი ვარ!
ლუკა
04 მარტი 2018 22:13
0
"ვუარყოფ" კი არა-უარვყოფ. რა ეშველება ჩვენს ჟურნალისტებს!
გიორგი
04 მარტი 2018 19:20
0
გეგუჩაძე სტილს არ ღალატობს. საერთოდ არ მესმის მასთან ინტერვიუს გაკეთებას რა აზრი აქვს. დაჟე დარწმუნებული ვარ ჟურნალისტმა ეხლა უფრო გაამრავალფეროვნა ეს ძალით ინტერვიუ, თავად მაქსიმუმ სამ სიტყვას ამბობს
გურამი
04 მარტი 2018 18:14
0
რა მშვენიერი ინტრვიუ იყო! ალბათ რამდენი ადამიანი გაეცნობა ინტერესით მთელი მსოფლიოს მასშტაბით! გარდა იმისა, რომ ვერაფერი გვითხრა, რამე გვითხრა ბატონმა გიამ?!
N
04 მარტი 2018 14:38
1

სიახლეები პოპულარული