მარტვილის "მერანმა" უკრაინელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარტვილის "მერანმა“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა. "მერანის“ ღირსებას უკრაინელი ფეხბურთელი ტარას პუჩკოვსკი დაიცავს.

პუჩკოვსკი ამპლუით თავდამსხმელია და უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, რომელმაც უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება საკლუბო კარიერას, კლუბის ახალწვეული ლვოვის "კარპატში“, "ვერესში“ და ბოლოს "პოლტავის“ კლუბში ირიცხებოდა.

23 წლის ფორვარდი უკვე მარტვილის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. როგორც მოგეხსენებათ, "მერანის" რიგებში უკვე ირიცხება ერთი უკრაინელი შემტევი სერგეი ტრეტიაკის სახით, რომელიც წინა წელს კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასე რომ, "მერანი" ახალ სეზონში
უკრაინული ტანდემით შეუტევს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკრაინელი უკრაინიდან მარტვილში რო ჩამოხვალ სათამაშოდ რა კომენტარი უნდა გაკეთო.. ბუზუზუზუზზუუუუუ>>>>>
reali
05 მარტი 2018 12:08
3
მშვენიერია, რა რესურსიც გააჩნიათ იმას სწორად იყენებენ სელექციაში.
Keke
06 მარტი 2018 02:04
1
ამ ფულაობას როდის მოეღება ბოლო?
givi
05 მარტი 2018 15:56
1
სახელმწიფოს ფულის ჭამა სხვა რა უნდა უკრაინელს მარტვილში. კარგი რომ იყოს უკრაინაში ან ყაზახეთში ან ბელარუსში ან აზერებში წავიდოდა!
gode
05 მარტი 2018 15:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული