ეროვნული ლიგა. I ტური: სამტრედიელების 3 ქულა სტუმრად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი გაიმართა.

თბილისის "ლოკომოტივსა" და "სამტრედიას" შორის მატჩი 4 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კვირას, 4 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის ორივე შეხვედრა ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო გადაიდო.

სტუმრებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მატჩი და თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა. მე-13 წუთზე "სამტრედიის" 10-მა ნომერმა გიორგი ერისთავმა საჯარიმო დარტყმიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

50-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.
ვატო არველაძე საჯარიმოში წააქციეს, ხოლო 11-მეტრიანი თეიმურაზ შონიამ ზუსტად შეასრულა.

20 წუთში დაწინაურება კვლავ "სამტრედიამ" მოახერხა. ამჯერად სტუმრების ნიგერიელი თავდამსხმელი მაიკლ ოლაიტანი გამოირჩა. საბოლოოდ "სამტრედიამ" ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და ეროვნული ლიგის სტარტზე 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ეროვნული ლიგის I ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა: "დინამო" (თბ)-"რუსთავი" (18:00) და "საბურთალო"-"სიონი" (20:00) დღეს გაიმართება.

თბილისი. მიხეილ მესხი. სათადარიგო

ლოკომოტივი-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 გიორგი ერისთავი (13), 1:1 თეიმურაზ შონია (50), 1:2 მაიკლ ოლაიტანი (69)

ლოკომოტივი. 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (ოთარ კობახიძე 75), თეიმურაზ შონია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი კიკნაძე (მამია გავაშელიშვილი 66), გიორგი ხიდეშელი, ვატო არველაძე (ლუკა კიკაბიძე 84), გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

სამტრედია. 4-2-1-3: ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი განუგრავა (ლუკას ვეილი 67), მურთაზ დაუშვილი (კ), ანტე გიი, გიორგი ერისთავი, ანრი ნდონგი, ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა (გიორგი ახალაძე 67), ივან ფატიჩი, მაიკლ ოლაიტანი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 7 /
ინჯგია რატო არ ყავდა ლოკოს?
gabo
09:48 08-03-2018
0
უუუუუუუუუუჰ მაგარი ჩემპიონატია
0

სიახლეები პოპულარული