Sportall.ge იწყებს ახალ ყოველკვირეულ გამოშვებას, სახელწოდებით: "Sportall.ge-ს სათვალე".
ჩვენ შევეცდებით, შემოგთავაზოთ ეროვნული ლიგა სხვა კურსით და გაჩვენოთ ის საინტერესო მოვლენები, რაც მისი ნაწილია.
ორი სიტყვით: ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დასაწყისი ისეთივე ეფექტური გამოდგა, როგორც დასასრული, ქუთაისელები კი ორივე მატჩის მთავარი მონაწილეები იყვნენ. ეფექტური შეტევები, კომბინაციები და მოულოდნელი დასასრული, ეს სიურპრიზი გორელებმა შემოგვთავაზეს. "დილას" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ლეგიონერების შერჩევისას ამ კლუბში ნაკლებად ცდებიან და გუნდი, დიდი განახლების მიუხედავად, უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ადრე იყო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ფანცულაია. გორელთა შემტევმა დუბლი შეასრულა და რომ გამართლებოდა, პირველი ჰეთ-თრიკის ავტორიც ის იქნებოდა. ყოველთვის იქ იყო, სადაც საჭირო იყო. შესაბამისად, ამ მატჩში უნდა გამოვარჩიოთ.
ამოს ნონდი VS მერაბ გიგაური - მოედნის ცენტრში მუდმივად მიდიოდა ჭიდილი პოზიციების მოპოვებაზე. ასეთი ჭიდილის ორი გამორჩეული მონაწილე ამოს ნონდი და მერაბ გიგაური იყვნენ. გორელთა ლეგიონერი უხეშობას არ ერიდებოდა ბურთის მოპოვების მიზნით.
ეროვნული ლიგის I ტურის საუკეთესო გოლი - უნდა ითქვას, რომ ეროვნული ლიგის პირველი ტურის საუკეთესო გოლიც ამ მატჩში გავიდა. ამის შემოქმედი შეცვლაზე შემოსული ჰოლანდიელი ლეგიონერი ალვინ ფორტესი იყო.
რა ხდება "საზოგადოებრივზე"? - ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მით უმეტეს, იმ ადამიანის მიმართ, ვინც კომენტატორია, რადგან როგორც ჟურნალისტი, ძალიან ვაფასებ და მოსალოდნელია, რომ მატჩის მიწურულს გადაიღალა. თუმცა რაღაც მაგიურია, რადგან ეს პირველი შემთხვევა არაა ამ არხზე :D
ორი სიტყვით: დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე პირველი გოლების წვიმაც ვნახეთ. ნამდვილად უნდა შევაქოთ იმერლები, მაგრამ ფოთის "კოლხეთის" უკანა ხაზის შეცდომები ან არაპროფესიონალიზმის ბრალია, ანდაც სხვა რაღაცაშია საქმე. თუ ამაში იღებენ ფეხბურთელები ხელფასს, დიდი სიამოვნებით დავემატებოდი "კოლხეთს", იმავეს მეც გავაკეთებ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ამ ნომინაციაში უდავოდ უნდა გამოვყოთ გიორგი გაბედავა, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ამავდროულად, საგოლე გადაცემაც გააკეთა.
ვისზე ფიქრობდა ირაკლი ბუღრიძე? - ირაკლი ბუღრიძე ან შეყვარებულია, ან ისეთი რაღაც დაინახა, რაც კამერებს გამორჩათ... გთავაზობთ ჩვენეულ ვერსიას:
ორი სიტყვით: უნდა ითქვას, რომ ამ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება "სამტრედიამ" დამიტოვა, რომელიც ძალზე შეკრული გუნდის შაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად, ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა მოაგროვა. ასევე გამოსარჩევია კლუბის ლეგიონერები, რომლებსაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. რაც შეეხება "ლოკომოტივს", ნამდვილად დააკლდათ ირაკლი სიხარულიძე და რაც მალე ჩაიცვამს რომან ჭანტურია თბილისელთა მაისურს, მით უფრო მალე შეძლებენ შეტევაში უფრო "მრისხანე" თამაშს.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - ვეტერანი მეკარე ომარ მიგინეიშვილი უნდა გამოვყოთ, რომლის დამსახურებაცაა, რომ სხვა ანგარიში არ ვიხილეთ ტაბლოზე. მან რამდენიმე გამოსარჩევი "სეივი" გააკეთა და მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა თამაშს.
ეროვნული ლიგის I ტურის საუკეთესო სეივი - ამ მატჩში ომარ მიგინეიშვილის სეივი ვატო არველაძის წინააღმდეგ უნდა გამოვყოთ საუკეთესოდ.
ორი სიტყვით: ორი ნაკლებად შეთამაშებული გუნდის მატჩი ვიხილეთ. ძალიან დიდი ხანი დასჭირდათ, რომ შეხვედრაში გარდატეხა შეეტანათ. "დინამოს" ნამდვილად გაუჭირდება ამ სეზონში ამ შემადგენლობით რაიმე ღირებულებისთვის ბრძოლა, რადგან ზედმეტად ახალგაზრდა გუნდია.
ხოლო "რუსთავს" აშკარა შეთამაშების პრობლემა აქვს, თუმცა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ყველაზე მეტად, რაც ამ მატჩის მიმართ მოლოდინი მქონდა, ეს ლაშა თოთაძის და დათა სიჭინავას დაპირისპირება იყო, თუმცა ვერც ლაშამ დაარტყა ჯარიმები კარგად და არც დათას არ მისცემია 1 წუთიც კი სათამაშოდ.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი - საუკეთესოს გოლი ამ მატჩში არ გაუტანია, თუმცა საგოლე გადაცემაც გააკეთა და პენალტიც გამოიმუშავა. ეს მათე კვირკვიაა, რომელიც ძალიან ხშირად ამწვავებდა თამაშს.
ნომინაცია "წლის დაცემა" - მხიარული მომენტები ეროვნულ ლიგაშიც ხდება. შეარჩიეთ, რომელია საუკეთესო დაცემა.
ორი სიტყვით: სრულიად მოულოდნელად, პირველ ტაიმში გამარჯვება ბოლნისელებმა შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმში თბილისელებმა მატჩი შემოატრიალეს. თუ პირველ ტაიმში თორნიკე ზარქუა მატჩის გმირი იყო, მეორე ტაიმში წითელი ბარათი და მოედნის დატოვება მოუწია.
უნდა შევაქოთ "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი, რომელმაც სწორი ცვლილებები განახორციელა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე - 58-ე წუთზე შემოხვიდე, მატჩი შემოატრიალო და დუბლი შეასრულო, არ არის მარტივი საქმე. დავით ვოლკოვმა თავისი ორი გოლით თამამად გამოხატა ის მოსაზრება, რომ ძირითად შემადგენლობას იმსახურებს.
ეროვნული ლიგის I ტურის საუკეთესო გოლის აღნიშვნა - ამ გოლის აღნიშვნაში პირველ ნაწილზე მეტად მეორეა საინტერესო. რამე რომ მოსვლოდა ვოლკოვს, მაგის შემდეგ ვინ გაიტანდა მეორე გოლს?
15:10 06-03-2018
Sportall.ge-ს სათვალე: პირველი ტურის პირველი ხედვა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძლივს რაღაც ნორმალური დადეთ, გადაგვაყოლეთ ამ გოგოებს. სპორტალი კი არა პლეიბოი იყო წინა თვეში
17
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული