თბილისის "დინამომ" სფფ-ს "რუსთავთან" მატჩში მსაჯობასთან დაკავშირებით მიმართა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს წერილობით მიმართა. დედაქალაქური კლუბის წერილის მიზეზი მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გახდა.

წერილში წერია:

"ბატონო დავით, 5 მარტს "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, რომელშიც "თბილისის "დინამომ" "რუსთავს" უმასპინძლა, შეხვედრის არბიტრის, გ. კიკაჩეიშვილის მიერ მატჩის 83-ე წუთზე "რუსთავის" კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს, როგორც ბოლო იმედის ჯარიმას, არ მოჰყვა სტუმართა ფეხბურთელის გაძევება.

ასევე, შეხვედრის 85-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით საეჭვო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა.

გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული ეპიზოდები და მიიღოთ შესაბამისი ზომები", -
ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავმა" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

Sportall.Ge

მომზადებულია "დინამოს" Facebook-გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მსაჯებისკენ ხელის გაშვერას, ფიფიას ურჩევნია კლუბს ნორმალურად მიხედოს, დინამოს შემადგენლობა სეზონიდან-სეზონამდე უარესდება და შედეგიც ადეკვატური ექნებათ . შემდეგ ტურებშიც რო შედეგი არასახარბიელო ექნებათ საინტერესოა ვის გადააბრალებს ბ.ფიფია ????
დათო
14:52 07-03-2018
1
აბაა როგორ დაწვეს მსაჯებმა :))) სასაცილოა ამ გუნდით რაზე გაქვთ პრეტენზია. ეგ წერილი რომანას მიწერეთ გუნდი რო გაახალგაზრდავა და 30 წლის ფეხბურთელი რო დაიმატა :)))
Rodemdeeee
14:14 07-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული