ეროვნული ლიგა. II ტური: "დილა" გორში "ჩიხურას" დაუზავდა[VIDEO]

AutoSharing Option
9 მარტს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გორში "დილასა" და "ჩიხურას" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ "დილამ" პირველ ტურში ქუთაისში საქართველოს ჩემპიონი "ტორპედო" დაამარცხა, გორში "ჩიხურასთან" მატჩზე სტადიონი თითქმის ცარიელი იყო. ეს შესაძლოა ძლიერი ქარის ბრალი გახლდათ, რომელიც ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლიდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს თამაშში მრავალი წუნი ჰქონდა. არაერთი მომენტი შეიქმნა. ყველაზე კარგი შესაძლებლობა ანგარიშის გახსნის მასპინძლებს ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ჰქონდათ - ფანცულაიას 3 მეტრიდან თავით დარტყმული ბურთი საჩხერელთა გოლკიპერმა ჰამზიჩმა მოიგერია.

სამაგიეროდ
მეორე ტაიმში გავიდა გოლები. 69-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მარკოზაშვილის გადაცემულ ბურთს გაბედავამ ბეგაშვილის კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო 5 წუთში რაჟამაშვილის პასით ქავთარაძემ ანგარიში გაათანაბრა.

საფინალო სასტვენის წინ სტუმრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით, ბურთი საჯარიმოში მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელს მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ყრუაშვილმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - ჩიხურა 1:1
გოლები: 0:1 გიორგი გაბედავა (69), 1:1 ნოდარ ქავთარაძე (74)

დილა (4-4-2): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, გიორგი კორიფაძე, ჯემალ გოგიაშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ამოს ნონდი, ნოდარ ქავთარაძე (გურამ სამუშია 85), დავით რაჟამაშვილი (კ), ლევან ნონიკაშვილი (ნიკოლა კოვტალიუკი 73), იმედა აშორტია (ალვინ ფორტისი 62), გიორგი ფანცულაია

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი (დენის დობროვოლსკი 88), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, შოთა კაშია (კ), თეიმურაზ მარკოზაშვილი (დემურ ჩიხლაძე 70), ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი (პედრო გუგა 61)

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა ფედერაცია რას ფიქრობს მსგავს ფაქტებზე, მსაჯის უკვე ჩვევაში გადასულ (ვითომ) შეცდომებზე... ზოგადად იმაზე, როგორი კლუბიცაა გორის დილა (უკვე 2 წელია), ფოთის კოლხეთი (ფულზე წუწუნებენ და ცუდი რეპუტაიციის მქონე ლეგიონერების ბუმია)... თამაშების ჩაწყობაზე, მიკერძოებაზე. კომეტატორებიც შერცეული ყავთ გამპრავებლებად :)) სირცხვილ'ი კობიაშვილო სირცხვილ'ი.
Gff-ს
13:01 10-03-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული