ეროვნული ლიგა. II ტური: "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე-2 ტურში "სამტრედია" "სიონთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი ნახევარი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ გოლი არ გასულა, შესვენების შემდეგ კი ჯაბა დვალმა გაიტანა გამარჯვების გოლი. "სამტრედიას" შეეძლო ქულა გადაერჩინა, მაგრამ 61-ე წუთზე ივან ფატიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

სამწუხაროდ "სამტრედიას" თავდამსხმელმა ოლაიტანმა პირველ ტაიმში მძიმე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
სამტრედია - სიონი 0:1
გოლი: 0:1 ჯაბა დვალი (48)
სამტრედია: ომარ მიგინეიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, ვაკო ბაჩიაშვილი, ივან ფატიჩი,
გიორგი განუგრავა (დათო კირკიტაძე 60), მურთაზ დაუშვილი (კ), გიორგი ერისთავი (სიდი სანია 46), მაიკლ ოლაიტანი (ლუკას ვეილი 38), ანტე გი

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

სიონი: მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ცოტნე სამუშია (ალექსანდრე გურეშიძე 81), გიორგი გაფრინდაშვილი (ლაშა მანაგაძე 90+1), გიორგი დათუნაიშვილი, ზვიად სიხარულია (ალექსანდრე კოშკაძე 72), გურამ გიორბელიძე, ჯაბა დვალი (კ)

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეროვნულ ლიგაში თამაშის ტემპი და მოძრაობა საგრძნობლად არის მომატებული, რასაც სამწუხაროდ, ოსტატობაზე ვერ იტყვი... იმედია, ეს ამბავიც გამოსწორდება. არც თუ ისე ცოტა ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს... (გვარებს შეგნებულად არ ვასახელებ.)
tngh
12 მარტი 2018 15:40
1
ვისაც ოსტატობა არა აქვს, სწორედ ისაა სულელივით რომ დარბის, თორემ ჭკვიანი თავი ტყუილად ფეხებს ჯაფას არ აყენებს, მაგრამ რა ქნან როცა პროფესიონალიზმი და ცოდნა დაბალია? თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ რომ კლუბში ადგილი შეინარჩუნონ ნებისმიერ ფასად, მწვრთნელს დაანახონ, აი ტავგამოდებული ვხაზავდი რვიანებსო...
ანტიფეხბურთი
12 მარტი 2018 16:30
0
მოდერატორ,ისევ მიგეძინა?
Guadua
12 მარტი 2018 11:37
0
არაფერი არ მტკენს ისე გულს, როგორც ის ტკივილი რაც მე მაიკლ ოლაიტანთან ერთად განვიცადე,მიუხედავად იმისა რომ მე მაყურბელი ვარ,ის კი მოედანზე იყო,,,,როდესაც ეს ბიჭი ასე სასტიკად დაზიანდა,ასე მეგონა თითქოს მე მომტყდა რაღაც. ყველაფერ ამაში უმსგავსობა და სისასტიკე კი ის არის რომ 1 კაცი თავს იკლავს შედეგისათვის,სხვები კი შედეგის არდასადებად არიან გამოსული,აი ამაშია სხვაობა არამზადებსა და პროფესიონალებს შორის.
მაიკლ გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას და სასწრაფოდ ისეთ გუნდში წასვლას სადაც პროფესიონალები იქნებიან და არა უმსგავსო ვაი ფეხბურთელები. ამხელა მსხვერპლი გაიღო ადამიანმა,,,,ყოჩაღ მაიკლ.
აკრძალეთ ფედერაციამ ტოტალიზატორებში ქართულ მატჩებზე ფსონები თორემ ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად დამთავრდება.
მოდერატორ არ დაბლოკო ეს კომენტარი
Guadua
12 მარტი 2018 10:57
1
ashkarad totalizatoristvis itamashes, 7 kushiani dasves))))migineishvilma ra zalit gaatanina burti, fatichis penalti ki shedevri iko))) egaa totalizatorze gakiduli sakartvelos federazia, chartulia mafiashi, tlis bolos tilebs miigeben...tkven xalxs verasodes ver daabrunebt stadionze, tumza ra genagvlebat fulebs ki aketebt...
qomagi
12 მარტი 2018 00:33
0
თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასო ასეა სამტრედიის საქმე, გუნდს ცეცაძე ყავდა მწვრთნელი და შალამბერიძის ხუსტურების გამო გაუშვეს გუნდიდან, მის მაგივრად მოიყვანეს სოსიაშვილი, მწვრთნელი რომელიც არაა მზად გაწვრთნას ამბიციური გუნდი. მგონი ჩაერთოთ წამზომი ომანაძეს, შალამბერიძეს და სოსიაშვილს. ამ ბანდას დინამო გააფარჩაკებს მგონია და მერე მართლა არ იქნება მაგათი საქმე კარგად.
სამტრედიელი
12 მარტი 2018 00:32
1
სამწუხაროდ სიმპტომები არასწორი ნაზავისა მწრთნელებისა და ახალწვეულებისა თავს იჩენს.ეს ხალხი არათუ შეთამაშებული არ არიან,ისინი უბრალოდ არაშერწყმადი არიან,ვერასოდეს შეთამაშდებიან,ისინი ვერასოდეს იქნებიან ერთი გუნდი,ყველა მათგანი თავის არღანს უკრავს,არც დაუშვილი,ლობჟანიძე,არც ვეილი,არც ფატიჩი და ბაჩიაშვილი,სანია არცერთი არ ვარგა.დღეს მიგინეიშვილი ნაბახუსევს უფრო წააგავდა და მის სინდისზეა ამ მატჩის წაგება, მაგრამ მოგებას არც იმსახურებდა სამტრედია.
ერთადერთი ამ 11 კაციდან ვინც მართლა მონდომებული იყო,ეს იყო კირკიტაძე,ვეილის სურვილები რომ შორიდან დაეცხო, უფრო აგონიას და უაზრობას წააგავდა.საჯარიმოში ბრძოლები სამტრედიამ პირწმინდად წააგო,ჯაბა დვალმა შიში დათესა სამტრედიას რიგებში.ყოჩაღ ჯაბა.
შარშანდელი ფორმაციის სამტრედია წელს სანატრებელი გაგვიხდება.

მოდერატორ გამოაქვეყნე,არ გადამალო კომენტარი.
Guadua
11 მარტი 2018 21:38
3

სიახლეები პოპულარული