ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ბოლნისის "სიონმა" "რუსთავს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გოლი 39-ე წუთზე მამუკა კობახიძემ გაიტანა, რომელმაც ზაზა ციცქიშვილის გადაცემა გამოიყენა.

მატჩის ბოლოსკენ კი, კერძოდ, 89-ე წუთზე, ბექა მიქელთაძემ ოთარ მარცვალაძის პასით იხეირა და მიხეილ მუჯრიშვილი დაამწუხრა.

ამრიგად, "რუსთავმა" 5 ტურის შემდეგ 2 გამარჯვება და 3 მარცხი მოაგროვა, რითაც მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება "სიონს", კობა ჟორჟიკაშვილის კლუბი 4 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

დღეს ეროვნული ლიგის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. მიხეილ მესხის სტადიონზე "საბურთალო" თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

თბილისი. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი
სიონი - რუსთავი 0:2
გოლები: მამუკა კობახიძე (39), ბექა მიქელთაძე (89).

სიონი (4-2-3-1): მიხეილ მუჯრიშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე(ზვიად სიხარულია 59), გიორგი ბერიაშვილი(ალექსანდრე კოშკაძე 59), ჯაბა დვალი, ლაშა მანაგაძე(ლაშა ლეჟავა 83), გიორგი მიქაბერიძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გურამ გიორბელიძე.

მთ მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

რუსთავი (4-1-4-1): ნუკრი რევიშვილი, გიორგი პაპავა(ლუკა ზვიადაძე 90), მათე ცინცაძე, ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე, ტარას ცარიკაევი, პაპუნა ფონიავა, მამუკა კობახიძე, ალბერტ ცხოვრებოვი, გეორგი გაბულოვი, ზაზა ციცქიშვილი(მათე კვირკვია 64-ოთარ მარცვალაძე 81).

მთ. მწვრთნელი; ვლადიმირ გაზაევი

მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოტა ხოდზე უნდა მოვიდეს რუსთავი თორე ასე არ შეიძლება))
rustaveli
14:19 06-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული