ეროვნული ლიგა. VI ტური: "ტორპედო" უტევდა, "ჩიხურამ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აპრილს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "ჩიხურამ" ქუთაისში "ტორპედო" 1:0 დაამარცხა.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა ორი სახიფათო კონტრიერიში განახორციელეს. პირველ მომენტში ბუღრიძე მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, რომელიც საჯარიმოდან გამოვიდა და ბურთი მარჯვენა ხელზე მოხვდა, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა, შემდეგ კი მარკოზაშვილმა გაიტანა გოლი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - ჩიხურა 0:1
გოლი: თეიმურაზ მარკოზაშვილი (89)

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, დავით
ხურცილავა, გიორგი კუხიანიძე, გიორგი გურული, ლევან კუტალია (თენგიზ წიქარიძე 82), გრიგოლ დოლიძე (მიშიკო სარდალიშვილი 62), გიორგი ქიმაძე, ევგენი ბოხაშვილი (ჯაბა ლიპარტია 58), მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (დემიურ ჩიხლაძე 90), დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (გიორგი ბუხაიძე 76), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, დენის დობლოვოლსკი (დემურ ჩიხლაძე 90)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღაც ზომები თუ არ მიიღეს ტორპედოში ჯობია ევრო ტურნირზე თამაშზე პირდაპირ უარი ვთქვათ თუარა სამარცხვინოდ შევრვცხვებით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო გუნდს როცა მერია პატრონობდა მაშინ უფრო კარგი იყო, ბატონო ჩაჩავა ავტობუსის შეღებვით და მაისურებზე კრისტალბეთის დაწერით გუნდი არ აშენდება.
ilia
10:02 15-04-2018
0
რაღაც ზომები თუ არ მიიღეს ტორპედოში ჯობია ევრო ტურნირზე თამაშზე პირდაპირ უარი ვთქვათ თუარა სამარცხვინოდ შევრვცხვებით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო გუნდს როცა მერია პატრონობდა მაშინ უფრო კარგი იყო, ბატონო ჩაჩავა ავტობუსის შეღებვით და მაისურებზე კრისტალბეთის დაწერით გუნდი არ აშენდება.
ilia
10:01 15-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული