"ეს მარცხი პირველ რიგში ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ. ვულოცავ საჩხერის "ჩიხურას" ამ გამარჯვებას.
მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და თითქოს გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ერთი მომენტი გამოგვეპარა და ბურთი აქეთ მივიღეთ.
ბიჭებს ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მათ ყველაფერი დადეს. უბრალოდ, პირველივე წუთიდან არის ასეთი თამაში საჭირო, როგორიც მეორე ტაიმში იყო და დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს მოვიგებდით", - აღნიშნა ჩხეტიანმა.