კახა ჩხეტიანი: პირველივე წუთიდან ასე უნდა გვეთამაშა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე საჩხერის ჩიხურასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი მასპინძელთა დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ეს მარცხი პირველ რიგში ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ. ვულოცავ საჩხერის "ჩიხურას" ამ გამარჯვებას.

მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა და თითქოს გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ერთი მომენტი გამოგვეპარა და ბურთი აქეთ მივიღეთ.

ბიჭებს ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მათ ყველაფერი დადეს. უბრალოდ, პირველივე წუთიდან არის ასეთი თამაში საჭირო, როგორიც მეორე ტაიმში იყო და დარწმუნებული ვარ, ამ თამაშს მოვიგებდით", - აღნიშნა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდმა დასკვნები გამოიტანა. ინტუიცია მკარნახობს რომ საბურთალოს მოუგებთ.
ქუთაისელი-2
14:43 19-04-2018
0
ეს თამაში შენ წააგე და აღიარე.მერამდენედ გაჯობა ფრუიძემ,ამ გუნდით გინდათ შენ და ზაალს ევროპაზე თამაში.გუნდს ცენტრლური თავდამსხმელი რეალურად არ ჰყავს.არც ცენტრალური მცველი.ვნახოთ რას იზამთ,
mamulo
16:19 15-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული