გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- მძიმე ტრავმამ ძალიან ბევრი გაგაცდენინათ, მაგრამ ახლა კარგ ფორმაში ხართ...
- ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ჩემს კარიერაში რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო, როცა წინ უნდა გადამედგა ნაბიჯი, მაგრამ... ამის საპირისპიროდ, უკან გადავდგი ნაბიჯი... რას ვიზამთ, ფეხბურთი და ტრავმები განუყოფელია, ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო.
- მაინც რა სიმძიმის ტრავმა იყო?
- მუხლის წინა
- თქვენ მცირე ხნით მოსინჯეთ ძალა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. როგორ იხსენებთ კვიპროსში გატარებულ პერიოდს?
- მე მაინც მგონია, რომ იქ გატარებული დრო სასარგებლო იყო ჩემი კარიერისთვის. საერთოდ, რთულია ჩემპიონატის შეცვლა და ადაპტაცია ახალ გარემოში. საქართველოს ჩემპიონატისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, დამეთანხმებით, რომ კვიპროსის პირველობის დონე უფრო მაღალია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას იქაური კლუბების მიერ ევროთასებზე ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებს.
იხილეთ გაგრძელება Lelo.ge-ზე