ექსკლუზივი: ჩინელებს "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადება და სტადიონის ყიდვა სურთ

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის "ტორპედოში" შესაძლოა ინვესტიცია ჩინელმა ბიზნესმენებმა განახორციელონ.

17 აპრილს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩინელ ბიზნესმენთა დელეგაცია იმყოფებოდა. როგორც შევიტყვეთ, ეს ინვესტორთა ჯგუფი იყო, რომელსაც ქუთაისურ კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურს.

გარდა ამისა, ჩინელ ბიზნესმენებს კლუბში არა მარტო ინვესტიის ჩადება, არამედ სტადიონისა და ბაზის ყიდვა სურთ. ამასთან დაკავშირებით ისინი, სტადიონისა და ბაზის დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერსაც შეხვდნენ.

როგორც ჩანს, იმერული კლუბი საკმაოდ დიდ ინვესტიციას ელის.

Sportall.ge სხვა დეტალებს და კლუბის კომენტარს უახლოეს მომავალში მოგაწვდით.
მკითხველის კომენტარები / 29 /
სპარსელები,ბიზანტიელები, არაბები, თურქები, მონღოლები,რუსები... ჩინელი კოლონიზატორებიღა გვაკლდნენ?!
aburjga
19 აპრილი 2018 15:17
16
ქალაქის მერიას! არ გაბედოთ სტადიონისა და ბაზის გაყიდვა.
მაგათ უძრავი ქონების ყიდვა უფრო აინტერესებთ ვიდრე თვითონ გუნდის.ან კი გუნდს როგორ იყიდიან, ჩაჩვს საკუთრებაა. ჯერ რაც ზაალმა გაჭამათ ის მოინელეთ.სადაა ტორბედოს აკადემია გახსნილი 2 წელი გავიდა უკვე.








mamulo
19 აპრილი 2018 15:04
15
მაგათ უძრავი ქონების ყიდვა უფრო აინტერესებთ ვიდრე თვითონ გუნდი
ალეკო
19 აპრილი 2018 14:41
8
ეგრეც არაა ,იქ ხელშეკრულება დაიდება,რომ თუ ისე არ წავა საქმე როგორც თავდაპირველი ხელშეკრულებაში იქნება მითითებულ;ი უკანვე ჩამოერთმევათ ის ყველაფერი და თუმდაც,რა მინდვრები და სხვა შენობა ნაგებოიბები დაილია თუ ასეაა?
ასევე
19 აპრილი 2018 16:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული