ეროვნული ლიგა. VII ტური: "დინამომ" "სიონი" 2:1 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" 2:1 დაამარცხა.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ 56-ე წუთზე ანგარიში ბოლნისელთა ნახევარმცველმა გიორგი მიქაბერიძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა, რაც თამაშის საერთო სურათიდან გამომდინარე, ალოგიკურად მოსჩანდა. თუმცა, "დინამომ" მერე ორი გოლი გაიტანა - გუჯა რუხაიამ თავურით და ნიკა ნინუამ და მორიგი 3 ქულა მიითვალა აქტივში.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
სიონი - დინამო 1:2

სიონი (4-2-3-1): მიხეილ მუჯრიშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ჯაბა დვალი (კ), ლაშა მანაგაძე (ცოტნე სამუშია 67), გიორგი მიქაბერიძე (გიორგი
ბერიაშვილი 88), გიორგი გაფრინდაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი (ლევან ხმალაძე 74), ზვიად სიხარულია, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე, დავით კობოური, ბუდუ ზივზივაძე (მიხეილ ერგემლიძე 90+2), ოთარ კიტეიშვილი (კ), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 86), ლევან ხარაბაძე, გიორგი ივანიშვილი (ნიკა ძალამიძე 69), ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული