ეროვნული ლიგა. VIII ტური: "ჩიხურამ" ლიდერ "საბურთალოს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-8 ტურში "ჩიხურამ" 2:1 დაამარცხა ლიდერი "საბურთალო".

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მე-60 წუთზე "საბურთალო" გიორგი რეხვიაშვილმა დააწინაურა, 77-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის ქუსლური პასით საპასუხო გოლი ირაკლი ლექვთაძემ გაიტანა, 90-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა კახაბერ კახაბრიშვილმა გამარჯვება მასპინძლებს მოუტანა.

ივანწმინდა. "ცენტრალური".
ჩიხურა - საბურთალო 2:1
გოლები: 0:1 გიორგი რეხვიაშვილი (60), 1:1 ირაკლი ლექვთაძე (77), 2:1 კახა კახაბრიშვილი (90)

ჩიხურა (4-2-3-1): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი, ლექვთაძე (კახა
კახაბრიშვილი 88), ლევან კაკუბავა, დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი (კ) (დემურ ჩიხლაძე 65), გიორგი ბუხაიძე (ირაკლი ბუღრიძე 64)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი კოხრეიძე (გურამ გოშთელიანი 70), ლუკა ლაკვეხელიანი, დიმიტრი ტატანაშვილი (ვაგნერ გონსალვეში 60), ელვინ ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი დიასამიძე (ცოტნე ნადარაია 80), გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ სოსო
....
23:21 27-04-2018
0
საღოლ ჩიხურა ჩემპიონ
0

სიახლეები პოპულარული