ეროვნული ლიგა. 1 წრე: სტატისტიკური ლიდერი გუნდები და ფეხბურთელები

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ცხრამატჩიანი დაპირისპირების შემდეგ ჩემპიონატს ლიდერი "საბურთალო" ჰყავს. მდევრები თბილისის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა" არიან. ქვეყნის ჩემპიონი მე-6 ადგილზეა, ბრინჯაოსმედალოსანი "სამტრედია" კი - მეცხრეზე.

ეროვნული ლიგის ბომბარდირთა სამეული ასე გამოიყურება:

ბუდუ ზივზივაძე (დინამო) - 6 გოლი, გიორგი გაბედავა ("ჩიხურა") - 6 გოლი, ოთო კიტეიშვილი ("დინამო") - 5 გოლი.

საგოლე გადაცემებში ლიდერების სია ასეთია: ოთო კიტეიშვილი (დინამო) - 5 პასი, დავით რაჟამაშვილი (დილა) - 4 პასი, ლეანდრო რიბეირო (დილა) - 3
პასი, ირაკლი ლექვთაძე (ჩიხურა) - 3 პასი და ლევან ხარებაძე (დილა) - 3 პასი.

ყველაზე შედეგიანი ლეგიონერები გორის "დილაში" თამაშობენ: ალვინ ფორტესი - 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა, ლეანდრო რიბეირო - 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა.

ყველაზე შედეგიანი  მცველი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლევან ხარაბაძეა: სამი საგოლე გადაცემა და ერთი გოლი. ყველაზე შედეგიანი ნახევარმცველი ოთო კიტეიშვილია: 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა. ყველაზე შედეგიანი ფორვარდები - გიორგი გაბედავა (ჩიხურა) და ბუდუ ზივზივაძე (დინამო), 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდში საუკეთესო ლევან კუტალიაა - 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

ცხრა ტურის შემდეგ 5 ფეხბურთელს აქვს წითელი ბარათი მიღებული (ზურაბ არზიანი, ლაშა თოთაძე, გიორგი გაბულოვი,  ლუკა რაზმაძე, გიორგი გაბაძე). ყველაზე მეტი, 4 ყვითელი ბარათი სამ ფეხბურთელს აქვს მიღებული (ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია, გიორგი დათუნაიშვილი).

ყველაზე მეტი გოლი მიმდინარე გათამაშებაში თბილისის "დინამოს" აქვს გატანილი - 19 გოლი. ყველაზე ცოტა ბურთი გაშვებული "ჩიხურასა" და "საბურთალოს" აქვთ - 6-6 გოლი. ყველაზე მეტი გაშვებული ბურთი "ლოკომოტივსა" და "კოლხეთს" აქვთ - 21-21 გოლი.

ყველაზე უხვგოლიანი მატჩი პირველ ტურში შედგა: საჩხერის "ჩიხურამ" 6:1 გაანადგურა "კოლხეთი". ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა გიორგი გაბედავამ.

ყველაზე მეტი შეხვედრა თბილისის "ლოკომოტივმა" წააგო - 7 თამაში, ყველაზე ცოტა "ჩიხურამ" და "დილამ" - თითო თამაში. ყველაზე მეტი შეხვედრა "საბურთალომ" მოიგო - 7 თამაში, ყველაზე ცოტა "ლოკომოტივმა" და "სამტრედიამ" - თითო თამაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამხელა კაცს ოთოს ეძახი და ბარემ ოთუნაც რომ დაუძახო არა? გაალაქტიონ წერა ისწავლე.
roma
10:51 04-05-2018
1
ბატონო გალაქტიონ ოთო არა ოთარ კიტეიშვილი
mamuka
10:00 04-05-2018
5

სიახლეები პოპულარული