გორის "დილას" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

გორის "დილას" სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ "დილასა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ შსს-მ ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დროული რეაგირების შედეგად გორის საფეხბურთო სტადიონზე მომხდარი დაპირისპირება განმუხტულია და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

საფეხბურთო კლუბების, გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის მოედანზე დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტში ჩაერთვნენ გულშემატკივრებიც. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ორივე გუნდის მხარდამჭერებმა დაამტვრიეს და დააზიანეს სტადიონის სკამები. სამართალდამცველების დახმარებით ორივე გუნდის მოთამაშეებმა სტადიონი უსაფრთხოდ დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გორის "დილას" სტადიონზე "დილას" გულშემატკივრებსა და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის დაპირისპირება გუშინ საღამოს მოხდა. დამტვრეულია ინვენტარი.

▶ ვცემოთ ერთმანეთს, დავლეწოთ სკამები - რა მოხდა გორში? [VIDEO]

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილას გულშემატკივრებს სკამები არ დაუმტვრევიათ, ნახეთ ვიდეოები და დარწმუნდებით. . . ყველა სკამი დინამოს სექტორშია დამტვრეული. . .
გორი
13:12 03-05-2018
0
ჩანაწერები ხომ არსებობს,ყველა დამნაშავემ საკუთარი ჯიბიდან დაფაროს ზარალი,საკუთარი ხელით შეასრულებინონ რემონტი,ხარისხის მკაცრი კონტროლით და დაევალოთ იძულებითი სამუშაო საათები სტადიონის ტერიტორიაზე,დამლაგებლად.ასეთ რამეს ფეხბურთის ვარსკვლავებსაც უსჯიან და არც ამათ აწყენთ აღმზრდელობითი შრომითი თერაპია.გაიგებენ სხვისი შრომის ფასს.მე პირველი მივესალმე დინამოს და ტორპედოს ფანების მიერ ტატუნაშვილი ბანერის გამოტანას,ეს ნამდვილად კაცური და ადამიანური იყო.რაც აქ მოხდა,ეს კი არაკაცობის კატეგორიაში გადის და ამასაც შესაბამისი რეაქცია სჭირდება.ავს თუ ავი არ დავარქვი,კარგს რა ვუთხრა მე სახელად,ვინც არ არის კახაბერი,მე ვერ ვიტყვი კახაბერად.ეს ალბათ ყველამ ისწავლა სკოლაში და დროა გაითავისონ რომ ცხოვრებაშიც ასე უნდა იყოს
სოსო
20:45 03-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული