ეროვნული ლიგა 2. X ტური: ბათუმის "დინამომ" თავის ახალ ბაზაზე ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მე-10 ტურში "გაგრა" "მერანთან" დამარცხდა (0:2), ხოლო ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე მოუგო "თელავს" 1:0.

"გაგრა" ეროვნულ ცენტრ "ბასზე" მოულოდნელად დამარცხდა "მერანთან" 0:2. ანგარიში 50-ე წუთზე ვაჟა ლომაშვილმა გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდიმ მეორე გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამომ" მეორე შეხვედრა ჩაატარა თავის ბაზაზე და ისევ გაიმარჯვა - ამჯერად "თელავს" სძლია 1:0. გამარჯვების გოლი მე-12 წუთზე ჯოვინო ფლამარიონიმ გაიტანა.

66-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის მცველი გიორგი მურველაშვილი გააძევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული