ეროვნული ლიგა. XI ტური: "სამტრედიამ" "სიონთან" ფრე ითამაშა და 10 ტურია მოუგებელია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ბოლნისის "სიონმა" "სამტრედიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლები 21-ე წუთზე ალექსანდრე გურეშიძემ დააწინაურა, 29-ე წუთზე კი გიორგი ერისთავმა პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ მატჩის შემდეგ "სამტრედიამ" 8 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე დარჩა. ბადრი კვარაცხელიას გუნდი უკვე 10 ტურია მოუგებელია.

8 ქულა მოუგროვდა კობა ჟორჟიკაშვილის "სიონსაც", რომელიც ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციაზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სიონი - სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 ალექსანდრე გურეშიძე (21), 1:1 გიორგი
ერისთავი 29 (პენ)
გაძევება: ალექსანდრე კოშკაძე (81)

სიონი (4-2-3-1): მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა(ცოტნე სამუშია 85), ალექსანდრე კოშკაძე(გიორგი მიქაბერიძე 68), ლევან ხმალაძე, ჯაბა დვალი, ლაშა მანაგაძე, გიორგი გაფრინდაშვილი(ზვიად სიხარულია 76), გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

სამტრედია (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, მურთაზ დაუშვილი, დათო კირკიტაძე(ანატოლი მესიაჩენკო 88), ანტე გი, გიორგი ერისთავი(აკაკი ნინუა 84), ვაკო ბაჩიაშვილი, რომან ჩაჩუა, შოთა კერძევაძე, გივი ქარქუზაშვილი, სიდი სანია, ზაურ ხაბეიშვილი(გიორგი ახალაძე 77).

მთ. მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული