ეროვნული ლიგა. XI ტური: "დილამ" "ჩიხურა" ლეგიონერების გოლებით დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დილამ" სტუმრად "ჩიხურას" სძლია 3:0.

ანგარიში 38-ე წუთზე სტუმართა გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა მიკოლა კოვტალიუკმა გახსნა, შესვენების შემდეგ "დილას" ბრაზიიელმა ნახევარმცველმა ლეანდრო რიბეირომ მეორედ დაამწუხრა ზურაბ მწყერაშვილი, ხოლო 73-ე წუთზე კოვტალიუკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ მოგებით "დილამ" 20 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილზე აინაცვლა, ხოლო "ჩიხურა" 19 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

ივანწმინდა. "ცენტრალური"
ჩიხურა - დილა 0:3
გოლები: 0:1 მიკოლა კოვტალიუკი (38), 0:2 ლეანდრო რიბეირო (52), 0:3 მიკოლა კოვტალიუკი (73)

ჩიხურა (4-4-2): ზურაბ მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა,
თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (კახა კახაბრიშვილი 66), ირაკლი ბუღრიძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი (დავით იონანიძე 65)

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი (ჯემალ გოგიაშვილი 60), ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი, ლევან ნონიკაშვილი (ისიფუ ლემპტი 70), გიორგი კორიფაძე, ზაურ კერელეიშვილი (იმედა აშორტია 81), მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული