ბოლნისის "სიონი"-ს მწვავე განცხადება, კლუბი მსაჯების ქმედებებს აკრიტიკებს

AutoSharing Option
12 მაისს ბოლნისის "სიონის" ოფიციალურმა გვერდმა, მწვავე facebook პოსტი გამოაქვეყნა. კლუბმა მსაჯ გოგა კიკაჩეიშვილის ქმედებები გააკრიტიკა. გთავაზობთ უცვლელად:

" კიდევ ერთი სამარცხვინო მსაჯის სამარცხვინო მსაჯობა

გოგა კიკაჩეიშვილი - სამარცხვინო მსაჯი, რომელიც ხელს უშლის ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. მან მეთერთმეტე ტურის მატჩი "სიონსა" და "სამტრედიას" შორის განსაჯა, რომელიც უხეში შეცდომებით და უსირცხვილო გადაწყვეტილებებით იყო სავსე.

გოგა კიკაჩეიშვილი არის მსაჯი, რომელიც ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს. მან არა ერთი შეცდომა დაუშვა "სიონის" წინააღმდეგ, რომელმაც გავლენა იქონია მატჩის ბედზე.

ბოლნისის "სიონი" კიდევ ერთხელ დაზარალდა სამარცხვინო
მსაჯობის გამო. სამწუხაროა, რომ მსაჯთა კომიტეტი და ფეხბურთის ფედერაცია, ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ისეთ მსაჯობას, რომ გულშემატკივარში, ეროვნული ჩემპიონატისადმი ნდობა გააჩინოს.

მას შემდეგ, რაც საჩხერის "ჩიხურასთან" პაპუნა მაჭარაძის მიერ დაშვებული იყო უხეში შეცდომები, რომელიც ყველა სპორტულმა მედიამ აღიარა, ბოლნისის "სიონის" მატჩებში შეცდომები კვლავ გრძელდება.

ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელები მარტო თერთმეტი ფეხბურთელის წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ მთელი მსაჯთა ბრიგადის. დღევანდელ შეხვედრაში ყველა სადაო ეპიზოდი "სამტრედიის" სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდში, "სამტრედიის" კარში დარტყმული ბურთი მცველმა ხელით მოიგერია. კიკაჩეიშვილმა კი, 11-მეტრიანი არ დანიშნა. დღეს, კიკაჩეიშვილი ყველანაირად შეეცადა ბოლნისის "სიონს" არ მოეგო.

ასეთი მსაჯობა მოტივაციას უკლავს ფეხბურთელებს, ნდობას უკარგავს იმ მცირედ გულშემატკივარსაც კი, ვინც დადის სტადიონზე და გული შესტკივა ქართულ ფეხბურთზე. ვიმედოვნებთ, მსაჯთა კორპუსი და ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს სწორ რეაგირებას."

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა გიკვირთ ხალხო? კარლო ყველაფერს იკადრებს ეხლა რომ გუნდი გასავარდ ზონიდან ამოიყვანოს ჯერ სადა ხართ? ფედერაციიდან კიდევ ვინ რას იტყვის? ეგენი გვიან გაიგებენ ცეცაძის ფასს ჯერ სად არიან! როცა ტრენერს უშვებ უკეთესი ხომ უნდა მოიყვანო არა? ამან კიდევ ვინ მოიყვანა კიდევ კარგად თამაშობენ. თუმცა ტრენერს რას აკითხებენ ყველამ იცის უკვე იქ რაც ხდება. ხო და იმკიან შედეგს. მარტო მსაჯები ვერ უშველით ამათ როგორც ჩანს!
dragonfly
21:55 13-05-2018
0
კაროჩე მართალია კიკაჩეიშვილის მამა არ დასჯის შვილს,მაჭარაძეს პატრონი ყავს შალამბერიძე ხონელობის თემა,(თან მიქელაძე ელიკაშვილის ოქროს ბიჭუნაა) ხოდა ტყავაძე და ჟორჟიკაშვილო ჩვენ ვართ უპატრონო და დაანებე ამ პატრონიანებს თავი,ჩელემ ვადაჭკორიაზე რაგაცა თქვა შარშან და მთელი მსაჯობა ფეხზე ადგა და ჩელე კი იცით სადაა,და არ გამოვა ჩემო ბუბა მაგათთან ჭიდილი გაგვაგდებენ ეგნი დამიჯერეეთ,ცოდვა ვართ ბოლნისელები.რისთვის ვაკეთებთ მოედანს??რო ლიგა ორში ვიწვალოდ ისევ?რამე მოაგვარეთ სასწრაფოდ,
ilia
21:32 13-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული