"ჩემი პრინციპი ასეთია: ჩამოყვანილი ფეხბურთელი ქართველ მოთამაშეზე მნიშვნელოვნად ძლიერი უნდა იყოს"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დედაქალაქური დერბი წააგო "ლოკომოტივთან" და ლიდერ "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თავი რომ დავანებოთ, "დინამოს" კარს მოადგა ევროტურნირები. როგორი ახალგაზრდულიც უნდა იყოს თბილისური გრანდი, მის მიმართ ინტერესი და მოლოდინი ქართულ საფეხბურთო თემში მაინც დიდია.

რა და როგორ ხდება "დინამოში", რა თქმა უნდა, ამის თაობაზე ყველაზე უკეთ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ იცის. გუშინ "ლელო" სწორედ დინამოელთა თავკაცს დაუკავშირდა და მასთან
ინტერვიუ ჩაწერა...

- დავიწყოთ საერთო სიტუაციის შეფასებით. თბილისურ დერბიში მარცხის შემდეგ ითქვა, რომ "დინამოს" თამაშში მცირე ჩავარდნაა. პრინციპში, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია...
- რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ "ლოკომოტივთან" თამაშის შედეგით. ჩვენი გუნდი ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და ეს ჩვენთვის აქსიომაა, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ თვით ასეთი თამაშის ფონზეც კი შეიძლებოდა ამ შეხვედრის მოგება.

ალბათ, დამეთანხმებით, იყო მომენტები და ამ მომენტებს სჭირდებოდა გამოყენება. ზარია, კუცია, ქაფიანიძე, ქარდავა... ეს და სხვა ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. 6-7 ფეხბურთელი რომ დააკლდება ტრავმის გამო გუნდს, ნებისმიერ მეტოქესთან გაუჭირდება.

სეზონი გრძელია და მის კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება დადგეს მცირე გადაღლილობის პერიოდი. თავადაც მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია. ახალგაზრდა მოთამაშე ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში რომ მიიღებს დატვირთვას, სასურველია, მერე დაისვენოს და ძალები აღიდგინოს.

ჩვენ გვქონდა მონახაზი იმისა, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა დაგვესვენებინა "ლოკომოტივთან" შეხვედრაში, მაგრამ ტრავმებმა არ მოგვცა ამის საშუალება.

ინტერვიუს გაგრძელება იხილეთ LELO.GE-ზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა ამ დაზეპირებულ ფრაზებს იძახის და მერე მოყავთ ყველაზე უვარგისი მობურთავეები... ან ფიფია შენ გკითხავს ვინ მოიყვანოს?!
1

სიახლეები პოპულარული