ეროვნული ლიგა. XII ტური: "ჩიხურამ" "რუსთავი" გაანადგურა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში საჩხერეს "ჩიხურამ" 4:0 სძლია "რუსთავს".

39-ე წუთზე ანგარიში ბუღრიძემ გახსნა, 39-ე წუთზე მსაჯმა რუსთაველთა კაპიტანი კობახიძე გააძევა, ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი მასპინძლები გატყდნენ, კიდევ სამი გოლი გაუშვეს და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადეს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
რუსთავი - ჩიხურა 0:4
გოლები: 0:1 ირაკლი ბუღრიძე (34), 0:2 გიორგი გაბედავა (40), 0:3 გიორგი გაბედავა (66), 0:4 გიორგი ბუხაიძე (79)
გაძევება: მამუკა კობახიძე (39), ოთარ მარცვალაძე (45)

რუსთავი (4-2-3-1): ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი პაპავა, მათე ცინცაძე (დავით კვირკველია
41), ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე (თამაზ მაქაცარია 63), პაპუნა ფონიავა, მამუკა კობახიძე (კ), ალბერტ ცხოვრებოვი, გეორგი გაბულოვი, ბათრაზ ხადარცევი (მათე კვირკვია 69)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა (ბაჩანა ცხადაძე 80), ირაკლი ბუღრიძე (ირაკლი ლექვთაძე 67), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ) (დენის დობროვოლსკი 73), დავით მეგრელიშვილი, გიორგი ბუხაიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ელიკაშვილის შვილმა რომ თამაშგარე გაატარა არაფერი? დასჯის მამამისი თავის შვილს? ნეპოტიზმი და მექრთამეობა ყვავის სამსაჯოში!
quxi
15:58 21-05-2018
0
ბუხას ბენეფისი, ამ ნიწიერ ფეხბყრტელს მეტი შეუძლია, გ თუ მისცემენ დროულ პას მისი გახსნები იდიალურია და გოლის გატანა რომ შეუძლია ფოთელებმა კარგად იციან, ფოთი ბუხაიძის გოლების წკალობით დარჩა უბაგლესი
foteli
11:25 21-05-2018
0

სიახლეები პოპულარული