ეროვნული ლიგა. XII ტური: "დილამ" გორში ლიდერ "საბურთალოს" სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "დილამ" გორში "საბურთალო" 4:1 დაამარცხა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. გოლები გორელთაგან მიკოლა კოვტალიუკმა და ლეანდრო რიბეირომ (3) გაიტანეს, ამ უკანასკნელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა, ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გურამ გოშთელიანია.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (33), 2:0 ლეანდრო რიბეირო (51), 3:0 ლეანდრო რიბეირო (78), 3:1 გურამ გოშთელიანი (87), 4:1 ლეანდრო რიბეირო (90+3)

დილა (4-2-3-1): გიორგი ბეგაშვილი, ლუკა რაზმაძე (იმედა აშორტია 87), ნოდარ ქავთარაძე (ისიფუ ლემპტი
73), დავით რაჟამაშვილი (ალვინ ფორტესი 63), ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, ზაურ კერელეიშვილი, მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

საბურთალო (4-3-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 53), გიორგი კოხრეიძე, ელვინ ტერა (დიმიტრი ტატანაშვილი 61), ბექა გვარაძე (გურამ გოშთელიანი 66), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბოლო მატჩებში "ლოკომოტივი" უფრო საინტერესოდ თამაშობს, ვიდრე ეროვნული ლიგის დღევანდელი შემთხვევითი ლიდერი. ვიმედოვნებთ, რომ საბურთალო დაუბრუნდება თავის შესაფერის ადგილს ცხრილის შუაგულში. გორის დილასთან პირწმინდად წაგებული მატჩის შემდეგ ძალზედ განაწყენებული ვარ მათზე.დაცვის ხაზი მთლიანად შესაცვლელია, იგივეს იმსახურებს თავდასხმის ხაზიც.იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი ფეხბურთელის ყოლა გუნდისთვის უფრო ზარალს წარმოადგენს...ფეხბურთელი, რომელიც 5 მეტრის დისტანციიდან ბურთი ვერ გააქვს, უნდა შეცვალო. ჩვენთან კი ასეთი რამ არ ხდება! მიმაჩნია, რომ საბურთალომ ბოდიში უნდა მოუხადოს თავის გულშემატკივრებს ყოვლად უპასუხისმგებლოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ...
გივი
16:21 22-05-2018
0
კი მაგრამ, არ გაქვთ იმის უნარი,რომ ცხრილი მე-12ტურის დადვათ? თუ ამასაც სხვისგან იწერთ ოროსან მოსწავლესავით.
ზურა
11:47 22-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული