ლევან ყენია: კარიერის დასრულებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ...

AutoSharing Option
ლევან ყენია 2016 წლის 18 აგვისტოს შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. მაშინ ფეხბურთელი პრაღის "სლავიას" ღირსებას იცავდა.

2017 წლის შუაში მან ჩეხური კლუბი დატოვა და თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

Sportall.ge დაინტერესდა, როგორ მიდის 27 წლის ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი.

"გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ მიდის, მაგრამ ცოტა დრო კიდევ მჭირდება. ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის შემეძლება მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში.

ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - ეს მოედანზე დაბრუნებაა და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

სიმართლე გითხრათ, კარიერის დასრულებაზე
ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ასაკი ხელს მიწყობს და არ ვაპირებ, დავნებდე", - გვითხრა ლევან ყენიამ.

▶ ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გელოდებით ლევან, დაგვიბრუნდი რაც შეიძლება მალე. უფალი შენკენ.
gizog
14:54 23-05-2018
1
ლევან არ დანებდე !!! გულშემტკივრების გვახსოვხარ და გვიყვარხარ, გააგრძელე თამაში ჩვენთვის !!!
semi
14:24 23-05-2018
1

სიახლეები პოპულარული