ლევან ყენია: კარიერის დასრულებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ...

AutoSharing Option
ლევან ყენია 2016 წლის 18 აგვისტოს შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა. მაშინ ფეხბურთელი პრაღის "სლავიას" ღირსებას იცავდა.

2017 წლის შუაში მან ჩეხური კლუბი დატოვა და თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა, თუმცა არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია.

Sportall.ge დაინტერესდა, როგორ მიდის 27 წლის ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი.

"გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ მიდის, მაგრამ ცოტა დრო კიდევ მჭირდება. ჯერჯერობით ზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის შემეძლება მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში.

ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - ეს მოედანზე დაბრუნებაა და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.

სიმართლე გითხრათ, კარიერის დასრულებაზე
ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ასაკი ხელს მიწყობს და არ ვაპირებ, დავნებდე", - გვითხრა ლევან ყენიამ.

▶ ლევან ყენია: ვამაყობ, რომ არ დავნებდი და ფეხბურთში დავბრუნდი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გელოდებით ლევან, დაგვიბრუნდი რაც შეიძლება მალე. უფალი შენკენ.
gizog
23 მაისი 2018 14:54
1
ლევან არ დანებდე !!! გულშემტკივრების გვახსოვხარ და გვიყვარხარ, გააგრძელე თამაში ჩვენთვის !!!
semi
23 მაისი 2018 14:24
1
როგორ კარგად მახსოვს, შალკეში რაკიტიჩი და ყენია ერთმანეთს რომ ცვლიდნენ, მაგათი ლევანს ანიჭებდა უპირატესობას და მთელი გუნდის ყენიას გარშემო აწყობას ფიქრობდა, ის შალკე ძალიან ძლიერი იყო, კინაღამ ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ მაგათიმ ტრავმიანი ათამაშა და ფაქტიურად კარიერა დაუნგრია ამ უნიჭიერეს ბიჭს, მაგრამ არ დანებდე ლევან, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, 4-5 წელი ცოტა არაა, იბრძოლე და ღმერთი შეგეწევა. წარმატებები!
badri
23 მაისი 2018 12:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული