ეროვნული ლიგა. XIII ტური: "დილამ" "სიონს" ვერ სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბოლნისის "სიონის" და გორის "დილას" მატჩი 2:2 დასრულდა.

ამ შეხვედრაში უამრავი მომენტი შეიქმნა, რაც გუნდების დაცვაში სუსტი თამაშის შედეგი გახლდათ.

ანგარიში მე10 წუთზე "დილას" თავდამსხმელმა კოვტალიუკმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატზე მე-6 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ის მცველის შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ამის გამო ის მწვრთნელმა დარასელიამ გამოცვალა.

"სიონის" ნახევარმცველმა გაფრინდაშვილმა ორი მომენტი ვერ გამოიყენა, 59-ე წუთზე კი საჯარიმოში ჩადუნელმა წააქცია და პენალტი ნოზაძემ გაიტანა.

თუმცა, გორელთა გუნდი მალე ისევ დაწინაურდა
- კარში დარტყმული ბურთი ხელზე ნოზაძეს მოხვდა და თერთმეტმეტრიანი რიბეირომ შეასრულა ზუსტად. მან ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

77-ე წუთზე ლეჟავას ნაკუთხურალ ბურთს თავურით ნოზაძემ ბეგაშვილის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი - 2:2.

მოკლედ, "დილამ", რომელმაც წინა ტურში ლიდერი "საბურთალო" გაანადგურა, ერთ-ერთ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სიონი - დილა 2:2
გოლები: 0:1 მიკოლა კოვტალიუკი (10), 1:1 ლევან ხმალაძე (59, პენ), 1:2 ლეანდრო რიბეირო (66, პენ), 2:2 ლუკა ნოზაძე (77)

სიონი (4-2-3-1): მიხეილ მუჯრიშვილი, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა, ლევან ხმალაძე, ჯაბა დვალი (კ) (გიორგი ბერიაშვილი 56), გიორგი მიქაბერიძე (ჯაბა უგულავა 67), ცოტნე სამუშია (ლაშა ლეჟავა 46), გიორგი გაფრინდაშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნონიკაშვილი, ზაურ კერელეიშვილი, მიკოლა კოვტალიუკი (გიორგი ფანცულაია 54), ისიფუ ლემპტი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო (გურამ სამუშია 83), ალვინ ფორტესი (დავით რაჟამაშვილი 46)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსაგები თამაში იყო და სამის ძალით წავაგეთ. მეორე ტაიმი ვერ გავიგე ვინ სად იყო და რას თამაშობდა მთლიანად მთელი გუნდი. კარგია რომ არ წავაგეთ მაინც!
Dragonfly
09:53 27-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული