Sportall.ge შეეცედა გაერკვია თუ რა გეგმები აქვს "დინამო თბილისს" და გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას დაუკავშირდა.
"29-30-ში ველოდებით ესპანეთიდან რამდენიმე ფეხბურთელს. 3 ივნისს გვაქვს ამხანაგური თამაში, შევხედავთ ამ მოთამაშეებს, დავაკვირდებით და შემდეგ გადავწყვეტთ დარჩებიან თუ არა ჩვენთან.
ესენი არიან თავდამსხმელები, ნახევარმცველები და ცენტრალური მცველები. ეს ფეხბურთელები არიან განათხოვრებული სხვადასხვა გუნდში და რომლებიც მოგვეწონება, დავიტოვებთ".
კაჭარავას ასევე ვკითთხეთ,
"საქართველოში ძნელად მოსაძებნია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც "დინამო თბილისს" გამოადგებიან და გააძლიერებენ. არის რამდენიმე ვარიანტი, რომელზეც ვფიქრობთ, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერი გვაქვს.
რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, ის მართლაც ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენს მის პოზიციაზე გაძლიერება არ გვჭირდება:", - აღნიშნა კაჭარავამ.