უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა

AutoSharing Option
33 წლის თავდამსხმელმა ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.

მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელს უკეთესი შემოთავაზება აქვს. ამიტომ კლუბმა გაითვალისწინა მისი დამსახურება გუნდის წინაშე და ხელშეკრულება ორმხრივად შეწყდა.

ბოლნისის "სიონი" ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

მიმდინარე სეზონში, დვალმა 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
განა რა შესთავაზა თელავნა დვალს,რომ უმაღლესი ლიგიდან წამოვიდა?
სოსო
17:04 10-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული