თბილისის "დინამოში" ესპანელი ფეხბურთელები ისინჯებიან [PHOTO]

AutoSharing Option
დინამოელებმა დიღმის ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართეს. უამინდობის გამო სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიში სატრენაჟორო დარბაზში ჩაატარა. დღევანდელ ვარჯიშს არაერთი ფეხბურთელი აკლდა, რომლებიც ეროვნულ, ახალგაზრდულ და 18 წლამდე ნაკრებებში არიან მიწვეულნი.

ვარჯიშზე არ გახლდათ ასევე მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავაც, რომელიც ეს დღეები სამწვრთნელო PRO ლიცენზიის მორიგ ეტაპს გადის.

სამაგიეროდ წვრთნაში მონაწილეობას იღებდნენ ესპანეთიდან ჩამოსული ფეხბურთელები. 29 წლის ფორვარდი ბორის გაროსი და 22 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ კიერემე.

ბორის გაროსი ბოლოს "რეკრეატივო უელვაში" გამოდიოდა, ხოლო განელი წარმოშობის ალექს კიერემე საფეხბურთო კლუბ "გავაში" ასპარეზობდა. იგი "ალბასეტეს"
სკოლის აღზრდილია და მანამდე სწორედ ამ გუნდში თამაშობდა.

სანაკრებო პაუზის პერიოდში სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება მათ და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ. კიდევ ერთი ესპანელი ფეხბურთელი, 25 წლის ცენტრალური მცველი კარლეს მასი, რომელიც "ჟირონას" ღირსებას იცავდა, საწვრთნელ პროცესს ხვალ შეუერთდება.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესპანელი,რომელიც აქ სინჯებზე ჩამოდის მაგარი დონის იქნება.(ჩვენების პონტია რა ბარსას უნდოდა მაგრამ კონფლიქტი მოუვიდა მწვრთნელთან და აღარ აიყვანეს, ან შეცვალეს მწვრთვნელი და აქ იმიტომ აღმოჩნდა)
irakli
09:55 30-05-2018
0
წარმატებები დინამოს მაგრამ ეს კლუბი გავა რას წარმოადგენს რომელი დივიზიონია?! ეჭვი მეპარება ამ ფეხბურთელთა კლასში.ჩემი ვარაუდით სამივე ესპანელი ხისკოსთან ერთად დინამოში გადმოსული იაგუეს დონის იქნება და უკან გააბრუნებენ.ხისკოს დონის ლეგიონერს როგორც ჩანს კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ დინამოში ან თუნდაც კოტოს დონისას,იგივე ზარმაცი რობერტინიოს დონისას.
gurulo
10:02 30-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული