ეროვნული ლიგა. XIV ტური: "დილამ" კაცნაკლულ "კოლხეთს" 2:0 მოუგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "დილამ" საკუთარ მოედანზე "კოლხეთი" 2:0 დაამარცხა.

მსაჯმა მე-10 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა სტუმართა გუნდის კაპიტანი ლაშა გოგონაია და ფოთელებმა 54 წუთი კი გაუძლეს კაცნაკლულებმა მასპინძლებს, მაგრამ შემდეგ მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გახსნა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი განაპირა მცველმა კორიფაძემ დრიბლინგით მეორე გოლი გაუტანა პოლტავცევს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 მიკოლა კოვტალიუკი (54), 2:0 გიორგი კორიფაძე (90+4)
გაძევება: ლაშა გოგონაია (10)

დილა (4-1-2-3): გიორგი ბეგაშვილი, გია ჩადუნელი, ამოს ნონდი (გურამ სამუშია
88), ნოდარ ქავთარაძე, ლევან ნინიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, ზაურ კერელეიშვილი (ლუკა რაზმაძე 78), მიკოლა კოვტალიუკი, ალექსანდრე კვახაძე (კ), ლეანდრო რიბეირო, ალვინ ფორტესი (ისიფუ ლემპტი 61)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია

კოლხეთი (3-4-1-2): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ვლადიმირ პანამარიოვი, სერგეი დანილოვი, ლევან კაკულია (გიორგი კახელიშვილი 55), პატერსონ კაბორე, ლუკა იმნაძე (ოთარ კვერნაძე 85), ვალიკო ტყემალაძე (ზურაბ არზიანი 62), იაროსლავ კვასოვი

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული