ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა

AutoSharing Option
"დინამო თბილისსა" და ნიკა ძალამიძეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "დინამოს" "ფეისბუქგვერდმა" გაავრცელა.

"მადლობა მინდა ვუთხრა "დინამოს" ყველაფრისთვის. ამ კლუბმა მომცა შანსი და ჩემთვის რთულ პერიოდში შემადგენლობაში ამიყვანა. ჩემი მხრივ, თავი არც მე დამიზოგავს. "დინამოს" წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონატს ოქროს მედლებით დაასრულებს. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს, ჩემს გუნდელებს, კლუბის ყველა თანამშრომელს და ხელმძღვანელობას. მოსვლის პირველივე დღიდან გუნდის ყველა წევრისგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობდი, რასაც ვაფასებ. მადლობა და გემშვიდობებით", - განაცხადა ძალამიძემ.

"დინამო თბილისი" 26
წლის შემტევს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

ნიკა ძალამიძემ წელს "დინამოს" მაისურით ეროვნულ ლიგაში 9 მატჩი ითამაშა, სადაც ერთი გლიო გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დატოვა, თორემ მაგანაც ეხლა ევროპა არ დაიპყროს :) წავა ეხლა რუსეთის მესამე ლიგაში ზამენაში და მთელი წელი იქნება იქ კომფორტულად, ხელფასს კი მისცემენ :)
9
ვერ ვხვდები ფეხბურთელი ,როგორ გახდა.../ ან დინამომ რატო დაიმატა, ან სხვა გუნდი რატო იყვანს, თანაც დუბლებისთვის, მოკლედ დღეს ესაა ქართული სამოყვარულო ფეხბურთის რეალობა, სამწუხაროდ../ ისე კი წარმატებები რას ვერჩი, ხელფასი ხო აქ, პატიოსნად შრომობს, ნაკლებად იღლება და გაყავს ცხოვრება მშვენივრად... გაუმარჯოს ღმერთმა.../ უბრალოდ გულშემატკივარს ფეხბურთი გვენატრება და ეგაა მეტი არაფერი...
Vasili
11:53 17-06-2018
1

სიახლეები პოპულარული