ანგარიში დებიუტში "დილას" ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა გახსნა, შემდეგ "რუსთავის" ჰავბეკმა მათე ცინცაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 84-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ გორულ გუნდს ქულა მოუპოვა.
45+3-ე წუთზე მსაჯის შეურაცხყოფისთვის "რუსთავის" მეკარე ნუკრი რევიშვილი გააძევეს და მთელი მეორე ტაიმი მისი გუნდი კაცნაკლული თამაშობდა.