ლიდერმა "საბურთალომ" ქუთაისში 2:1 სძლია "ტორპედოს". პირველი ტაიმი სტუმრებმა ვაგნერ გონსალვეშისა და ლუკა ლაკვეხელიანის გატანილი გოლებით 2:0 მოიგეს, 83-ე წუთზე კი მერაბ გიგაურმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა.
ასეთივე ანგარიშით, ოღონდ დიდი გაჭირვებით დაამარცხა საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამომ" "სიონი". 39-ე წუთზე "დინამო" ლევან ხარაბაძემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ გიორგი მიქაბერიძემ საპასუხო გოლი გაიტანა და როდესაც ყველას ეგონა, შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, 90+2-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა თავურით გამარჯვება თავის გუნდს მოუპოვა.
"ჩიხურამ" ლანჩხუთში 1:0 მოუგო "სამტრედიას". გოლი