ბოლნისის "სიონის" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა

AutoSharing Option
ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, მინდვრის საფარის დაგება დასრულდა. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია.

სტადიონზე მოგვარდა მთავარი პრობლემა, მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი და შესაბამისად, დაშორება აუტის ხაზიდან ტრიბუნამდე. მოწესრიგდა გასახდელები და მსაჯების ოთახი.

უახლოეს პერიოდში იგეგმება პრესლოჟის და VIP-ის მოწყობა.

თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი, რომელიც უეფას მე-2 კატეგორიის უნდა იყოს, საბოლოო სახეს 2020 წელს მიიღებს.

ბოლნისის სიონი საშინაო თამაშებს საკუთარ მოედანზე აგვისტოს თვიდან გამართავს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია Fcsioni.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული