![](https://sportall.ge/pictures/image5/bb5cdf070c4d1d3c91fc3fd863ba7528.jpg)
სტადიონზე მოგვარდა მთავარი პრობლემა, მოიხსნა სამხრეთ ტრიბუნა, რის ხარჯზეც გაიზარდა მოედნის ფართობი და შესაბამისად, დაშორება აუტის ხაზიდან ტრიბუნამდე. მოწესრიგდა გასახდელები და მსაჯების ოთახი.
უახლოეს პერიოდში იგეგმება პრესლოჟის და VIP-ის მოწყობა.
თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი, რომელიც უეფას მე-2 კატეგორიის უნდა იყოს, საბოლოო სახეს 2020 წელს მიიღებს.
ბოლნისის სიონი საშინაო თამაშებს საკუთარ მოედანზე აგვისტოს თვიდან გამართავს.
![ბოლნისის "სიონის" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/eb22fc6fb306ad1653acd4c42598ec06.jpg)
![ბოლნისის "სიონის" სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება დასრულდა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/5d9719204b0589542560bb0d810db977.jpg)
მომზადებულია Fcsioni.ge-ს მიხედვით