ეროვნული ლიგის XVII ტური:"დილამ" "ლოკომოტივს" 90+3-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "დილამ" გორში 3:2 დაამარცხა "ლოკომოტივი".

ანგარიში მე-10 წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა გახსნა, 58-ე წუთზე მასპინძელთა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა საპასუხო გოლი გაიტანა, მაგრამ გავაშელიშვილმა მალე ისევ დააწინაურა "ლოკომოტივი".

თუმცა. "დილამ" მაინც" მოახერხა გამარჯვების მოპოვება: 76-ე წუთზე ლეანდრო რიბეირომ თერთმეტმეტრიანით ანგარიში 2:2 გახადა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე კოვტალიუკმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში "დილა" რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა - 90+1-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა გია ჩადუნელი.

"დილამ" 34
ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გადავიდა, "ლოკომოტივი" კი 18 ქულით მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული