თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩი დაბალ ტემპში წარიმართა, გამარჯვების გოლი კი ჩემპიონატის ლიდერმა 84-ე წუთზე გაიტანა: გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებული ბურთისას საჩხერელთა მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს დავით ვოლკოვი, რომელმაც კოხტა თავურით გამარჯვება თავის გოლს მოუტანა.
ხვალ ტურის 3 შეხვედრა გაიმართება: "სიონი" "ტორპედოს", "კოლხეთი" "დინამოს", "რუსთავი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.