ეროვნული ლიგის XVII ტური: "საბურთალომ" "ჩიხურა მატჩის ბოლოს გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში "საბურთალომ" 1:0 დაამარცხა "ჩიხურა".

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე მატჩი დაბალ ტემპში წარიმართა, გამარჯვების გოლი კი ჩემპიონატის ლიდერმა 84-ე წუთზე გაიტანა: გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებული ბურთისას საჩხერელთა მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს დავით ვოლკოვი, რომელმაც კოხტა თავურით გამარჯვება თავის გოლს მოუტანა.

ხვალ ტურის 3 შეხვედრა გაიმართება: "სიონი" "ტორპედოს", "კოლხეთი" "დინამოს", "რუსთავი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული