ეროვნული ლიგა. XVII ტური: "კოლხეთისა" და "დინამოს" შორის მატჩში 9 გოლი გავიდა!

AutoSharing Option
29 ივნისს ეროვნული ლიგიы XVII ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ფოთსი "კოლხეთი" თბილისის "დინამოსთან" 3:6 დამარცხდა.

ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 9 გოლი გავიდა. მატჩი არაორდინალურად და ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

33-ე წუთზე ილია მიხაილოვმა "კოლხეთი" დააწინაურა, თუმცა შემდეგ "დინამომ" მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და 3:1 დაწინაურდა. გოლების ავტორები ლაშა თოთაძე, ოთარ კიტეიშვილი და ლევან ხარაბაძე გახდნენ.

ამის საპასუხოდ ფოთელებმა 75-ე და მე-80 წუთზე იაროსლავ კვასოვისა
და ლუკა იმნაძის გოლებით უპასუხეს. ანგარიში გათანბრდა - 3:3.

დარჩენილ 10 წუთში დინამოელებმა ნამდვილი სიგიჟე ჩაიდინეს და 3 გოლი გაიტანეს! 82-ე წუთზე ნუგზარ ერგემლიძემ გაიტანა, შემდეგ 2 წუთში მეორე გოლი კიტეიშვილმა შეაგდო, 89-ე წუთზე კი ნიკა ნინუამ საბოლოო ანგარიში 6:3 დააფიქსირა.

ამ მოგებით "დინამოს" 35 ულა გაუხდა და ცხრილში მეორე ადგილი დაიბრუნა.

altეროვნული ლიგა. XVII ტური: "ტორპედომ" "სიონს" კომპენსირებულ დროში მოუგო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ პატარა ბავებით უნდა ფიფიას სლოვაკურ გუნდს გაცდეს ? მორიგი გაფარჩაკება არ აცდება დინამოს , როდემდის ?????? ....
..
დათო რუსთავიდან
17:06 01-07-2018
0

სიახლეები პოპულარული