დევდარიანს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა, იმუშავა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში”.
“მინდოდა, ისევ ბავშთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, რომ “ტორპედოდან” დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადასარევი სტრუქტურის იდეა, ანუ აკადემიის, რომელსაც, თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით.
ჩავედი ქუთაისში, ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები… ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ,
მომზადებულია ტორპედოს Facebook გვერდის მიხედვით