"სამტრედიას" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს მატჩებში გია ცეცაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე საქართველოს 21-წლამდელთა თავკაცი გია ცეცაძე იმუშავებს.

ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" თხოვნა, რის შედეგადაც, გია ცეცაძე 2018 წლის ევროპა ლიგისთვის "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

კლუბს, მწვრთნელსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმების საფუძველზე, გია ცეცაძე სამტრედიაში სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ", რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი
მწვრთნელია.

მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე.

ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა", - აღნიშნა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში ყაზახურ "ტობოლს" დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები - ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

altბადრი კვარაცხელია "სამტრედიადან" წასვლაზე: ვფიქრობ, ეს პროცესები იყო მართული

altევროტურნირების დაწყებამდე 10 დღით ადრე "სამტრედია" მწვრთნელის გარეშე დარჩა

alt"ტობოლი" ქართველების იმედზე - რას წარმოადგენს "სამტრედიის" მეტოქე

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართული ფეხბურთის სრული კრახი... თითქმის ერთი წელია ცნობილია ევროთასებზე რომელი კლუბები ითამაშებენ და არც ერთი მათგანი არაა მომზადებული გათამაშებისათვის.. დროებითი მწვრთნელითა და გათამაშებამდე ერთი კვირით ადრე მოწვეული ფეხბურთელებით რა შედეგს ველით? დანაშაულია ამდენი დრო გქონდეს მოსამზადებლად და სრული ქაოსით გადიოდე მოედანზე.
კახა
13:34 03-07-2018
0
ეს კარგია მარა გია ვერ გავა მინდორზე.
samtredski
12:54 03-07-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული