მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება

AutoSharing Option
"დინამო თბილისისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მალე სათამაშოდ შესაძლოა უცხოეთში გადავიდეს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს "სმარტბალ სპორტს მენეჯმენტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა განუცხადა.

"ოთარ კიტეიშვილის ტრანსფერზე ვმუშაობთ და მალე ყველაფერი გაირკვევა. რამდენიმე ვარიანტი არის და წესით, ყველაფერს ნათელი უეფას ტურნირების შემდეგ უნდა მოეფინოს.

სერიოზული დაინტერესებაა პორტუგალიის უმაღლესი, ხოლო გერმანიისა და ესპანეთის მე-2 ლიგებიდან.

უეფას ტურნირების მერე, ალბათ, იქნება კონკრეტული შეთავაზება და "დინამოსთანაც" მოვილაპარაკებთ", - აღნიშნა ხუციშვილმა.

altმიხეილ ხუციშვილი: იხვეწება კაცი, ქართულ ფეხბურთში მინდა ფულის დახარჯვაო და...

altკიდევ ერთი ქართველი

"სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხუციშვილმა ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა წაიყვანა ნორმალურ ევროპულ გუნდში... ზოგმა გაამართლა, ზოგმა კიდე იქ ქართული სენი გამოავლინა და ვეღარაფერი ქნა. აგენტი ვერ ითამაშებს ფეხბურთელის ნაცვლად და როცა არ იცი ტყუილად ნუ გალანძღავ ამ კაცს ძალიან გთხოვ
ვაი
21:04 12-07-2018
3
როდის გავლანძღე? შეურაცხყოფა ნამდვილად არ მქონია მიზნად. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს გონებას ურევენ და არასწორ ადგილას მიყავთ. დინამოდან დანიის, პოლონეთის და სხვა მესამეხარისხოვანი ქვეყნების ჩემპიონატების აუტსაიდერ(და არა ლიდერ ან საშუალო) კლუბებში გადასვლით რეალურად უკან დგამენ ნაბიჯს, ისე, რომ ამას ვერც კი ათვიცნობიერებენ...
Modric
23:23 12-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული