კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა

AutoSharing Option
დღეს დილით გაზეთმა "ლელომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "სარაგოსა" "დინამო თბილისის" ფეხბურთელით, ოთარ კიტეიშვილითაა დაინტერესებული.

აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "სმარტბოლის" დამფუძნებელმა მიხეილ ხუციშვილმა გაავრცელა. Sportall.ge ხუციშვილს თავად დაუკავშირდა და უფრო მეტი ინფორმაციის გარკვევას შეეცადა.

- დიახ, ოთარ კიტეიშვილი ნამდვილად აინტერესებთ. ზოგადად, გიორგი პაპუნაშვილის შემდეგ "სარაგოსა" ქართული ბაზრით დაინტერესდა.

ჩვენ გვკითხეს, თუ ამ დროისთვის ვის გავუწევდით რეკომენდაციას და ჩვენ ასეთ ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი შევარჩიეთ.

ჩამოსული იყო "სარაგოსას" ოფიციალური აგენტი საქართველოში, თუმცა მას თავისი სააგენტოც აქვს. ის დაესწრო სხვადასხვა თამაშს, ასევე, კიტეიშვილის თამაშსაც.

-
რა განაცხადა თამაშის შემდეგ აგენტმა, კმაყოფილი იყო კიტეიშვილის თამაშით?

- ეს სამუშაო პროცესია. ყველამ ვიცით, საქართველოს ჩემპიონატში როგორი თამაშებიც არის და ერთეული ფეხბურთელი არ უნდა განსაჯო ზოგადად ერთი მატჩით.

იქ სხვა გარემოში რომ მოხვდება და სულ სხვა სიტუაციაში იქნება, თავს სრულიად სხვანაირად წარმოაჩენს. ჩვენ ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ.

ადრეც ჰყავთ ნანახი ცოცხლად კიტეიშვილი და კიდევ ერთხელ გამოიჩინეს ინტერესი. აქვე ვიტყვი, რომ "სარაგოსას" აგენტი არა მარტო "დინამო თბილისის" მატჩს, არამედ ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრებსაც დაესწრო. მაგალითად, ჩვენ ვიყავით "შევარდენის" და ახლგაზრდული "ლოკომოტივის" მატჩზეც.

- მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი კიტეიშვილის მიმართაა...
- ვფიქრობთ, რომ ოთარი საქართველოდან წასასვლელად უკვე მზადაა.

- ამ ტრანსფერს ზაფხულში უნდა ველოდოთ თუ უფრო მოგვიანებით?
- არ ვიცი, ბევრ რამეს გააჩნია... ჯერ უბრალოდ დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ "სარაგოსა" პრიმერაში გადასასვლელად იბრძვის და სეზონის დასრულების შემდეგ უფრო ბევრი რამ გაირკვევა.

თუ ოფიციალურად წამოვა წინადადება, დავსხდებით და დავილაპარაკებთ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბათ იმ შემთხვევაში წაიყვანს სარაგოსა თუ ვერ გადავა ლა ლიგაში.
roma
14:24 16-05-2018
1
რისთვის მიდის, ალბათ სათადარიგო სკამი გახდა თავისუფალი...
qomagi
15:45 15-05-2018
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული